სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:    ერთად ვებრძოლოთ ბულინგს!



პროექტის მთავარი იდეა:    ინფორმაციულობის დონის ამაღლება ბულინგის შესახებ.

პროექტის აქტუალურობა:    თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც გახშირდა სკოლებში ბულინგის შემთხვევები, რასაც ხშირად თან ახლავს მძიმე შედეგები.

პროექტის მიზანი:   მოქ: I  მოქ: IX  მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებულ ინფორმაციისა და გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა თანატოლთათვის და ფართო საზოგადოებისათვის. ძალადობისგან თავის დაცვა და ძალადობის შემცირება.



მონაწილეთა ასაკი:  14-15 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა:    1 თვე

მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლეთა უმრავლესობას  შეუძლია ბულინგის ამოცნობა, პრევენციული ზომების მიღება და რეკომენდაციების შემუშავება, მოზარდები ინფორმაციის გავრცელებით თავს დაიცავენ ძალადობისგან. ასევე შემცირდება ძალადობის შემთხვევები სკოლებში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტრი, ინტერნეტი, პროექტორი, ფერადი მარკერები, თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელო.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1 _ პროექტის თემის შერჩევა.

მოსწავლეებს შევთავაზე რამოდენიმე თემა. თემის შერჩევა მოხდა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით პროექტის თემის სათაურად შერჩეული იქნა თემა ,,ერთად ვებრძოლოთ ბულინგს!  წინარე მასალის განმტკიცების მიზნითა და თემის უკეთ გააზრებისთვის, კითხვების საშუალებით განვამტკიცეთ წინარე ცოდნა. დავსვი კითხვები  ბულინგის შესახებ, ბულინგის სახეებზე, მის  გამომწვევ მიზეზებზე, ბულერისა და მსხვერპლის თვისებებსა და მის ამოცნობაზე, პრევენციულ ზომებზე და ა. შ. დავაყენეთ საკითხი, როგორ ანგრევს ბულინგი მოზარდთა ფსიქოლოგიას ადრეულ ასაკში.

აქტივობა 2 _ საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება;

კლასი  დაიყოფა სამ  ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება.

აქტივობა 3 _ პროექტის შემუშავება და ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება:

I ჯგუფი - მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში ბულინგის შესახებ, მის სახეებზე, ბულერისა და მსხვერპლის ამოცნობაზე, პრევენციულ ზომებზე.    

II  ჯგუფი - აწარმოონ გამოკითხვა და გააკეთონ ჩანაწერები, თუ რა სახის ძალადობებს ჰქონია ადგილი სკოლებში, რა მიზეზები იწვევდა ძალადობას მოზარდებში და რა სახის პრევენციულ ზომებს მიმართავდნენ. 

III ჯგუფი თანატოლებისა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით, დაამზადონ და გაავრცელონ საინფორმაციო ბუკლეტები ბულინგის თემაზე.  ,, ერთად დავამარცხოთ ბულინგი!..’’ თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინონ პრეზენტაცია მიცემული დავალებების მიხედვით.

აქტივობა 4 _ პროექტის პრეზენტაცია:

პროექტის პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ უფროსკლასელები, სკოლის მასწავლებლები, მშობლები, ბულინგის თემით დაინტერესებული ადამიანები. ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციულობის დონის ამაღლებისთვის, ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები. თემის აქტუალობიდან გამომდინარე გაიმართა დისკუსია, გამოითქვა სხვადახვა შეხედულებები და აზრები ძალადობისგან თავდასაცავად.



აქტივობა 6 _ პროექტის შემაჯამებელი შეფასება:

პროექტის შეფასება მოხდება წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით.

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას

საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    
              
მოქ: I  მოქ: IX   მოსწავლეს შეუძლია სკოლასა და საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა. პროექტზე მუშაობისას იყენებენ სამოქალაქო განათლებაში, ისტ-ში მიღებულ ცოდნას. უვითარდებათ კვლევისა და კომუნიკაციის უნარი, ასევე პრობლემის წამოჭრისა და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარ -ჩვევები.

  პროექტის ხელმძღვანელი:    მაკა ჭყონია

 ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  makachkonia@gmail.com

No comments:

Post a Comment