გაკვეთილის მთავარი თემა
|
ძალადობა მოზარდებში - ბულინგი
|
საგანი/პედაგოგი
|
სამოქალაქო განათლება/მაკა ჭყონია
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური/IX
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მიდგომის მოსწავლე არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
Ø მოსწავლეებს
ჩამოუყალიბდათ უარყოფითი დამოკიდებულება
ყოველგვარი ძალადობის შესახებ.
Ø გაერკვნენ
თუ როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან.
Ø ერთმანეთისგან
ასხვავებენ ძალადობრივ და არაძალადობრივ ქმედებას, მათ შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლთა
პრობლემების გაცნობიერება, ჩამოუყალიბდათ თანაგანცდის უნარი.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
ü მოსწავლეები
იმსჯელებენ სკოლებში ძალადობის შესახებ.
ü გაიგებენ
რა არის ძალადობა, გაეცნობიან ძალადობის სახეებს.
ü ფლობენ
ინფორმაციას, თუ როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან.
ü გაიგებენ,
თუ რა სახის პასუხისმგებლობების გამოყენება შეიძლება ძალადობის შემთხვევაში.
ü გამოაქვთ
დასკვნები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სკოლის და საზოგადოების მიერ ბულინგის პრობლემის
გადასაჭრელად. მოქ: IX.1 მოქ:
IX.9.
|
წინარე ცოდნა
|
ü განვლილი
საგაკვეთილო მასალიდან მოსწავლეებმა იციან ძალადობის სახეებისა და ფორმების შესახებ.
ü მათ
შეუძლიათ ძალადობის გარჩევა ინციდენტის, კონფლიქტებისა და შენიშვნებისაგან.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან საღი მსჯელობისა და პრობლემების სიღრმისეული
წვდომის უნარის გამოვლინებით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ფლიფჩარტი, ცარცი, მარკერი, კომპიუტერი,
ინტერნეტი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება/კლასის ორგანიზება-
2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა
აქტივობა
1. გონებრივი იერიში- 2 წთ.
მოსწავლეები ჩამოთვლიან ძალადობის სახეებს და ფორმებს, რაც ხელს შეუწყობს
წინარე ცოდნის დადგენას.
აქტივობა 2.ფილმის
ჩვენება-4 წთ.
ეს იქნება პატარა ფილმი ბულინგის თემაზე.
აქტივობა 3.კითხვა-პასუხი-
3წთ.
კითხვები:
1) რა გრძნობები გამოიწვია ფილმმა თქვენში?
2) რა ისწავლეთ ფილმიდან?
3)დაწერეთ კითხვები, რომელის ფილმის ნახვის შემდეგ გაგიჩნდათ.
გაკვეთილის B ფაზა-სიღრმისეული
წვდომა
აქტივობა 4) მინილექცია-
6 წთ
ვატარებ მინი ლექციას ბულინგის შესახებ, აუცილებელია აქცენტი
გაკეთდეს იმ ფაქტზე, რომ ბულინგი მრავალჯერადი
ქმედებითაა გამოწვეული, რაც კანონით არ ისჯება. ბულინგი დაშინებისა და დამორჩილების
მიზნით არის გამოწვეული. ნებისმიერი ასაკის ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი
ან ინიციატორი.
მინი ლექციის ბოლოს პასუხს
ვცემ იმ კითხვებს, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდათ მოსწავლეებს.
აქტივობა 5) ჯგუფური
მუშაობა-7 წთ.
კლასი იყოფა 3 ჯგუფად.
დავალებები ჯგუფისათვის შემდეგნაირია:
დაწერონ თავიანთი მოსაზრებები მიწოდებული თემების შესახებ.
1 ჯგუფი: რატომ ძალადობენ?..
2 ჯგუფი: როგორი თვისებების მქონე მოზარდი შეიძლება გახდეს მოძალადე?
3 ჯგუფი: როგორი თვისებების შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი?
აქტივობა 6) პრეზენტაცია-5
წთ.
ჯგუფური მუშაობის შემდეგ ჯგუფის
ხელმძღვანელები გააკეთებენ პრეზენტაციას მიწოდებული დავალებების საკითხებზე.
აქტივობა
8) დისკუსია-8 წთ.
დისკუსიაზე განიხილება თემა: როგორ შეიძლება
დავიცვათ თავი ძალადობისაგან.
გაკვეთილის C ფაზა-რეფლექსია
აქტივობა 9) სქემის
შედგენა--3 წთ.
ვიცოდი- გავიგე
- მინდა ვიცოდე.
მასწავლებელი მოსწავლეების კარნახით ავსებს სქემას: თუ რა იცოდნენ, რა
გაიგეს და რა უნდათ იცოდნენ.
აქტივობა 10 ) საშინაო დავალება - 2 წთ.
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია და დაწერონ თემა: შიძლება თუ არა
ძალადობა იყოს აღზრდის მეთოდი?
აქტივობა 10
) შეფასება -3 წთ
მოსწავლეებს ვაფასებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment